ენის როლი ერის ცხოვრებაში

რა ქმნის ერს? პირველ რიგში, ესაა საერთო კულტურა, ისტორია და რაც მთავარია, ენა. სწორედ ეს უკანასკნელია ის მაკავშირებელი რგოლი, რომელზეც შენდება ყველა დანარჩენი. ისტორიის მანძილზე მრავალი ახალი ერი ჩამოყალიბებულა სხვათა ენების „მიტაცებით“, თუმცა დღემდე არ არსებობს ენის ცვლილებისა და ეროვნული კავშირის შენარჩუნების პრეცენდენტი.

  მაინც რატომ ხდება ასე? განა არაქართულად მოსაუბრე ქართველები არ არსებობენ? რა თქმა უნდა, არსებობენ, მაგრამ მათ არ შეუძლიათ თავისი ერისა და კულტურისთვის ხანგრძლივი მემკვიდრეობის შექმნა. ერის დეგრადირების პროცესში კი როგორც წესი პირველ რიგში კულტურის დეგრადირება, ხალხის სხვა ხალხებში კულტური ასიმილირება მიმდინარეობს. შედეგად, საფუძველ შერყეული ნაგებობის, ერის, ერთადერთ შემაკავშირებელ ძაფად ენა რჩება. მისი დაკარგვა და გადაშენება კი სრულიად ჩამოაქცევს და ერთმანეთისგან გარიყავს ამ შენობის ნანგრევებს. გასაკვირი სულაც არ უნდა იყოს, რომ ამის შემდეგ ის ფენიქსის მსგავსად ფერფლიდან წამოდგომას ვეღარ მოახერხებს.

XV საუკუნეში ამერიკის კონტინენტების აღმოჩენის შემდეგ დაიწყო ადგილობრივების ჯერ განადგურება, შემდეგ კი აქტიური კულტურული ასიმილაციის მცდელობა. დღესდღეობით ორივე კონტინენტზე სასაუბრო მთავარი ენები ევროპული ენებია, თუმცა რამდენიმე მცირერიცხოვანი ადგილობრივი ერი კვლავ ინარჩუნებს თვითმყოფადობას. ამის ერთადერთი გამომწვევი მიზეზი სასაუბრო ენის შემორჩენაა, რომელიც მართალია მათთვის აღარ არის მთავარი საკომუნიკაციო საშუალება, მაგრამ საშუალებას აძლევთ საკუთარი თავი ამგვარი მიკრო საზოგადოების ნაწილად ჩათვალონ.