ინდოეთის დამოუკიდებლობა

მოჰანდას განდი(1869-1948)
განათლება მიიღო დიდ ბრიტანეთში. ინდოეთის გამათავისუფლებელი მოძრაობის სულიერი ლიდერი. მრავალჯერ იყო დაპატიმრებული. დიდმა ინდოელმა მწერალმა რაბინდრანათ თაგორმა მას “მაჰათმა” უწოდა, რაც სანსკრიტზე “დიად სულს” ნიშნავს.

1885 წელს ჩამოყალიბდა ინდოეთის ეროვნული კონგრესი, რომელიც განსაკუთრებით გაძლიერდა მსოფლიო ომებს შორის პერიოდში მისი ლიდერების, მაჰათმა განდისა და ჯავაჰარლალ ნერუს შემწეობით.

1921 წელს ეროვნული კონგრესის დავმჯდომარე გახდა მაჰათმა განდი. მან კონგრესის საფუძვლიანი რეორგანიზაცია დაიწყო და ის ელიტარული პარტიიდან საერთო-სახალხო მოძრაობად აქცია.

კონგრესი დიდი ბრიტანეთისაგან ინდოეთის დამოუკიდებლობას მოითხოვდა , ამასთან ერთად ცდილობდა თავიდან აეცილებინა სოციალური ძვრები და რევოლუცია გიგანტური ქვეყნისთვის- ინდოეთისთვის.

განდიმ მოუწოდა ინდოელებს ბოიკოტი გამოეცხადებინათ ინგლისური საგანმანათლებლო და სასამართლო სისტემისთვის, ასევე უარი ეთქვათ კოლონიური ხელისუფლების ყველა თანამდებობასა თუ ტიტულატურაზე.

1928 წელს განდიმ მოუწოდა ბრიტანეთის მთავრობას მიენიჭებინა ინდოეთისთვის დომინიონის სტატუსი, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი დაიწყებდა საყოველთაო დაუმორჩილებლობის კამპანიას ინდოეთის სრული დამოუკიდებლობის მოთხოვნით.

1942 წელს გნადი დააპატიმრეს. 18 თვიანი პატიმრობის შემდეგ  მას მალარია შეეყარა და ჯანმრთელობის მდგომარეობა დაუმძიმდა. დიდი ბრიტანეთის მთავრობა იძულებული გახდა გაეთავისუფლებინათ განდი, რადგან ეშინოდათ, რომ მისი მომხრეებისგან საპროტესტო ტალღას არეულობა არ გამოეწვია.

მეორე მსოფლიო ომში კონგრესი მხარს არ უჭერდა დიდ ბრიტანეთს.  ეროვნული კონგრესის ლიდერები ცდილობდნენ ინდოეთის დამოუკიდებლობის აღიარებას. ამის საპირისპიროდ გააქტიურდა მუსლიმთა ლიგა, რომელის ლიდერი მუჰამედ ალი ჯინა აცხადებდა, რომ მილიონიბით მუსლიმს არ სურდა ეცხოვრა ინდოეთში, სადაც ეროვნული კონგრესი იქნებოდა მმართველი ძალა და ინდუიზმი სახელმწიფო რელიგია.

ჯინა მხარს არ უჭერდა განდის “სამოქალაქო დაუმორჩილებლობის მოძრაობას”. მან 1934 წელს დატოვა კონგრესი და ჩამოაყალიბა მუსლიმური ლიგა1937 წელს, თვითმმართველობის არჩევნების შემდგომ  , განსაკუთრებით გამწვავდა ურთიერთობა ინდუსებსა და მუსლიმებს შორის. ჯინამ შესთავაზა კოალიციური ადმინისტრაციის შექმნა ინდოეთის კონფესიურად შერეულ რაიონებში. კონგრესმა უარით უპასუხა. 1940 წელს ჯინამ მოითხოვა მუსლიმ ინდოელთა ქვეყნის- პაკისტანის შექმნა.

1946 წელს დიდმა ბრიტანეთმა ინდოეთის ორად გაყოფის გეგმა წარმოადგინა, მაჰათმა განდი ამ იდეის წინააღმდეგი იყო. მუსლიმ-ინდუსთა სისხლისმღვრელმა შეტაკებებმა და სამოქალაქო ომის რეალურმა საფრთხემ ნერუ და კონგრესის ზომიერი ლიდერები დაარწმუნა იდეის რეალობაში.

ინდოეთის გათავისუფლების საბოლოო გეგმა შემუშავდა განდისა და ინდოეთის ბოლო მეფისნაცვლების (ვაველი და მაუნთბათენი) მიერ. ამ გეგმის საფუძველზე 1947 წლის 15 აგვისტოს გამოცხადდა ინდოეთის დამოუკიდებლობა.

1947 წელს დიდმა ბრიტანეთმა აღიარა ორი სახელმწიფოს- ინდოეთისა და პაკისტანის დამოუკიდებლობა. ვინაიდან ინდოეთის მუსლიმური მოსახლეობა კონცენტრირებული იყო ქვეყნის უკიდურეს დასავლეთ და აღმოსავლეთ რეგიონებში,თავდაპირველად ჩამოყალიბდა დასავლეთ და აღმოსავლეთ პაკისტანის მუსლიმური სახელმწიფოები. ამასთან ერთად თვით ინდოეთში 60 მლნ. მუსლიმი ცხოვრობდა.

დამოუკიდებლობა ძვირად დაუჯდა ინდოეთს. დაიწყო დაპირისპირება მუსლიმებსა და ინდუსებს შორის, რომელმაც  მილიონამდე ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. თვით  მაჰათმა განდი ფანატიკოსმა ინდუსმა მოკლა, რადგანაც რადიკალი ინდუსები განდის მუსლიმებისადმი ლოიალურ დამოკიდებულებაში სდებდნენ ბრალს.

ინდოეთის უმთავრესი პრობლემები იყო: ჭარბი მოსახლეობა, სიღატაკე, კონფესიური და ეთნოლინგვისტური სიჭრელე, ნერუმ ჩამოაყალიბა ე.წ “ნერუს კურსი”, რომელიც გულისხმობდა ეკონომიკურ დაგეგმვასა და სამთავრობო კონტროლს, რაც აუცილებელი იყო ისეთი დაბალგანვითარებული ქვეყნისთვის, როგორიც ინდოეთი გახლდათ.

ნერუმ საფუძველი დაუდო ზომიერ სოციალიზმს, შერეული ეკონომიკური სისტემით. მან შექმნა საპარლამენტო დემოკრატიის მოდელი. საგარეო პოლიტიკაში ნერუს კურსი გულისხმობდა “პოზიტიურ ნეიტრალიტეტს”. მან შეიმუშავა მშვიდობიანი თანაარსებობის 5 პრინციპი “პანჩა შილა”. ნერუ იყო “მიუმხრობლობის ორგანიზაციის” ერთ-ერთი ინიციატორი. ისტორიაში შევიდა, როგორც “ახალი ინდოეთის მშენებელი”

ჯავაჰარლალ ნერუ (1889-1964) დაამთავრა კემბრიჯის უნივერსიტეტი. 10 წლის მანძილზე იყო დაპატიმრებული. იყო დამოუკიდებელი ინდოეთის პირველი პრემიერ მინისტრი.

რთული ურთიერთობები დამყარდა ინდოეთსა და ჩინეთს შორის. 1950 წელს ჩინეთის მიერ ტიბეტის ანექსია გააპროტესტა ნერუს მთავრობამ. 1962 წელს კი ორ ქვეყანას შორის სასაღვრო დავა გადაიზარდა კონფლიქტში. ინდოეთმა ჯამუს და ქაშმირის სასაზღვრო რაიონების გამო ორი ომი გამართა პაკისტანთან. ეს პრობლემა დღემდე მოუგვარებელია.

ნერუს რეფორმების შედეგან 70-იან წლებში ინდოეთი მსოფლიოში მერვე ადგილზე იყო ინდუსტრიული განვითარების მაჩვენებლით. 1974 წელს ინდოეთმა შექმნა ატომური ბომბი, რაც ადასტურებდა ინდოეთის სამეცნიერო-ტექნოლოგიურ მიღწევებს. სოფლის მეურნეობა იმდენად  განვითარდა რომ 70-იან წლებში ბოლოს ინდოები დიდი რეოდენობით ხორბლის ექსპორტს ეწეოდა.. 80-იან წლებში შენელდა ინდოეთის ეკონომიკური ზრდა. ამ დროიდან ინდოეთმა კურსი აიღო საბაზრო ეკონომიკისკენ.

ინდოეთის პოლიტიკური ცხოვრებაში ვითარება დაიძაბა 70-იანი წლების ბოლოდან, როდელაც პრემიერ-მინისტრმა ნერუს ქალიშვილმა ინდირა განდიმ დაიყო საკუთარი ხელისუფლების განმტკიცება და გადაუხვია კონსტიტუციას. ოპოზიციამ მას ბრძოლა გამოუცხადა და ხელისუფლებას ჩამოაშორა. 1980 წელს განდიმ შეძლო  პოლიტიკური იმიჯის აღდგენა და კვლავ დაუბრუნდა პრემიერ-მინისტრის პოსტს. 1984 წელს ინდირა განდი საკუთარი დაცვის წევრმა მოკლა. ინდოეთის პრემიერ მინისტრი გახდა მისი ვაჟი რაჯიც განდი. 1989 წელს ეროვნული კონგრესის პარტიამ დაკარგა ძალაუფლება და ინდოეთის პოლიტიკურ ცხოვრებაში დაწინაურდა ფუნდამენტალისტური ინდუსთა პარტია. 1991 წელს საარჩევნო კამპანიის დროს რაჯივ განდიც მოკლეს.

ინდოეთის კონტრასტების ქვეყანაა. კასტებად საზოგადოების დაყოფა ძალაში რჩება. ცხოვრების მაღალი დონით მხოლოდ ელიტური კასტები სარგებლოდბნენ. მოსახლეობის 90% სიღატაკეში ცხოვრობს. დიდია წერა-კითხვის უცოდინართა რაოდენობაც. ქალაქებში მრავლადაა ღარიბული კვარტლები. ინდოეთის ეკონომიკური და სოციალური პრობლემების მთავარი მიზეზი დემოგრაფიული ბუმი რჩება, რომელის შედეგად ქვეყნის მოსახლეობამ მილიარდს გადააჭარბა. ინდირა განდის მიერ შობადობის გაკონტროლების სამთავრობო ღონისძიებებმა შედეგი ვერ გამოიღო.

კონსტიტუციური მთავრობით  და საპარლამენტო დემოკრატიით ინდოეთი სანიმუშო ქვეყანა გახდა პოსტკოლონიურ პერიოდში, თუმცა ეთნიკური და რელიგიური დაპირისპირება გამწვავდა 90-იან წლებში, რაც საფრთხეს უქმნიდა დემოკრატიული განვითარების კურსს.

პაკისტანი

პაკისტანი 1947-1956 წლებში ბრიტანული თანამეგობრობის დომინიონი იყო, რომელსაც გენერალ-გუბერნატორი მართავდა. პაკისტანის დამოუკიდებლობის დამფუძნებლებმა მალევე დატოვესდ პოლიტიკური ასპარეზი. პაკისტანში აიუბ-ხანის სამხედრო დიქტატურა დამყარდა. დიქტატუის პერიოდში განხორციელდააგრარული და ინდუსტრიული რეფორმები, რამაც პაკისტანი ეკონომიკურად გააძლიერა.

1971 წელს აღმოსავლეთ პაკისტანმა გამოაცხადა დამოუკიდებლობა და იწოდა ბანგლადეშად. პაკისტანის მთავრობამ სამხედრო ძალით სისხლში ჩაახშო აჯანყება. კონფლიქტში ჩაერია ინდოეთი, დაამარცხა პაკისტანი და ცნო ბანგლადეშის დამოუკიდებლობა, იგი დღემდე რჩება მსოფლიოს უღარიბეს და ყველაზე მჭიდროდ დასახლებულ ქვეყანად 120მლნ. მოსახლეობით.

პირველი სამოქალაქო პირი რომელიც 1972 წელს სათავეში ჩაუდგა პაკისტანს იყო ზულფიკარ ალი ბჰუტო. 1967 წელს მან შექმნა პაკისტანის სახალხო პარტია,რომლის მთავარი დევიზი იყო მუსლიმური სოციალიზმი და ანტიინდუიზმი. ამ დროს პარტიაზე დაყრდნობიტ ბჰუტომ ჯერ ეროვნულ ასამბლეაში მოიპოვა გავლენა, შემდეგ კი პრემიერ მინისტრი გახდა. მან განახორციელა რეფორმები, ბანგლადეშის აღიარების გამო კი საპროტესტოდ პაკისტანი გამოიყვანა ბრიტანული თანამეგობრობიდან.

1977 წელს გენერალ ზია ულ-ჰაკის მიერ მოწყობილი სამხედრო გადატრიალების შედეგად ბჰუტო დააპატიმრეს და ჩამოახრჩვეს. ზია ულ-ჰაკის დიქტატურას დიდი პროტესტი მოჰყვა. 1988 წელს იგი საკუთარ თვითმფრინავში ააფეთქეს.

ბჰუტოს ქალიშვილი ბენაზირი 9 წელიწადი ემიგრაციაში ცხოვრობდა. 1986 წელს იგი დაბრუნდა სამშობლოში და სათავეში ჩაუდგა სახალხო პარტიას, რომელმაც 1988 წელს არჩევნებში გაიმარჯვა ბენაზირი გახდა პირველი ქალი პრემიერ მინისტრი მუსლიმურ სამყაროში.

ბენაზირ ბჰუტო ორიენტაციას იღებდა დასავლური ღირებულებებისაკენ და სცადა ქვეყნის მოდერნიზება. ამან მუსლიმ ფუნდამენტალისტთა და სამხედროების დიდი უკმაყოფილება გამოიწვია. 1990 წელს მათ აიძულეს პრეზიდენტს ბჰუტოს გადაყენება კორუფციის ბრალდებით. ხელისუფლებაში “ისლამის დემოკრატიული ალიანსი” მოვიდა. ბჰუტომ 1993 წელს კვლავ გაიმარჯვა არჩევნებში , თუმცა 3 წლის შემდეგ კვლავ დატოვა სამშობლო.დასავლეთის ზეწოლის შედეგად, პაკისტანის პრეზიდენტმა,ფერვეზ მუშარაფმა ბჰუტოს მისცა დაბრუნების და პოლიტიკური მოღვაწეობის უფლება, მის მომხრე პატიმრებს მიეცათ ამნისტია. 2008 წლის არჩევნებში ბენაზირ ბჰუტო ოპოზიციის ერთ-ერთი კანდიდატი იყო. 2007 წლის დეკემბერში, საპარლამენტო არჩევნებამდე 2 კვირით ადრე ბჰუტო ტერორისტული აქტის შედეგად მოკლეს.