ლუარსაბის დახასიათება

მოთხრობა “კაცია-ადამიანი?!” დაწერა 1858-1863 წლებში, ილია ჭავჭავაძის მიერ.რას მიგვანიშნებს ეს სათაური?რათქმაუნდა ამ სათაურის გააზრებისას უნდა გვახსოვდეს რომ ყველა კაცი არ იმსახურებს ადამიანის წოდებას თუ კი იგი არ აკმაყოფილებს იმ მოთხოვნებს რომელიც ღმერთმა ადამიანს დააკისრა. ილია ჭავჭავაძე სასტიკი წინააღმდეგი იყო ბატონყმობის, მიუხედავად იმისა რომ თვითონაც თავადი იყო.მოთხრობა “კაცია-ადამიანი?!” არის სატირული ჟანრის. სატირა არის მკაცრი დაცინვა, ლუარსაბი იყო ორმოციოდე წლის კახელი თავადი, რომელიც ცხოვრობდა კახეთის ერთ მივარდნილ ადგილას, თავის განუშორებელ ცოლთან კნეინა დარეჯანთან ერთად.თავადი უსაქმური იყო და მარტო ჭამაზე ფიქრობდა, უყვარდა ჩიხირთმა,ლუკები,ბოზბაში და სხვა. ამდენი ჭამისაგან კოტიტა და ქონით გატენილი თითები, ბალნით დაფარული ხელები, პატივცემული ღიპი, გაბერილი და განიერად გადმოკიდებული, წითელი თურაშულის ვაშლივით ხაშხაშა ლოყები, მსხვილი თავი და მორგვივით სქელი კისერი ჰქონდა. ამ ქონში დაკარგული იყო მისი ცით მონაბერი სული, ქარისგან მოტანილი ქარს გაატანა. სწავლა ღვთის მადლით არაფრისა ჰქონდა.მისი აზრით კაცი ძირგავარდნილი ქვევრი იყო, რომელსაც დღე ყოველ უნდა ჩააყარო ხორაგიდა ჩაასხა სასმელი. იგი იძახდა რომ სწავლა საჭირო არ იყო. ”მე თუ წიგნი არ ვიცი,კ აცი აღარ ვარ, ქუდი არა მხურავს განა!” მე არ მაკლია ხორცი და ფერი, წიგნი რა ვაჟკაცური ხელობაა, ეგ ქალის საქმეა.
ჩვენი ბატონი ზარმაციც იყო: მამალი როგორც კი იყივლებდა დარეჯანი წამოფრინდებოდა, ლუარსაბმა კი ხანდახან განაზება იცოდა. სტუმარიც კი ეჯავრებოდა, იმიტომ რომ უნდა ამდგარიყო და ტანსაცმელი ჩაეცვა. მთელს ზაფხულს ისე გაატარებდა რომ პერანგისა და მისი ამხანაგის მეტს არაფერს ჩაიცვამდა. ზამთარში კიდევ პერანგზე ქურქს წამოისხამდა თუ ვინმე დიდი კაცი ეწვეოდა.