შემოკლებული გამრავლების ფორმულები

(a+b)(a-b)=a2-b2  ორი გამოსახულების ჯამის ნამრავლი მათსავე სხვაობაზე ტოლია მათივე კვადრატების სხვაობის

(a-b)2=a2-2ab+b2  ორი გამოსახულების სხვაობის კვადრატი ტოლია პირველი გამოსახულების კვადრატს გამოლებული გაორკეცებული ნამრავლი პირველი გამოსახულებისა მეორეზე და დამატებული მეორე გამოსახულების კვადრატი

(a+b)2=a2+2ab+b2 ორი გამოსახულების ჯამის კვადრატი ტოლია პირველი გამოსახულების კვადრატს დამატებული გაორკეცებული ნამრავლი პირველი გამოსახულებისა მეორეზე და დამატებული მეორე გამოსახულების კვადრატი
 
(a+b)3=a3+3a2b+3ab2+b3  ორი გამოსახულების ჯამის კუბი ტოლია პირველი გამოსახულების კუბს დამატებული გასამკეცებული ნამრავლი პირველი გამოსახულების კვადრატისა მეორეზე დამატებული გასამკეცებული ნამრავლი მეორე გამოსახულების კვადრატისა პირველზე  დამატებული მეორე  გამოსახულების კუბი.
 
(a-b)3=a3-3a2b+3ab2-b3 ორი გამოსახულების სხვაობის კუბი ტოლია პირველი გამოსახულების კუბს გამოკლებული გასამკეცებული ნამრავლი პირველი გამოსახულების კვადრატისა მეორეზე დამატებული გასამკეცებული ნამრავლი მეორე გამოსახულების კვადრატისა პირველზე,  გამოკლებული მეორე  გამოსახულების კუბი.
 
a3-b3=(a-b)(a2+ab+b2) ორი გამოსახულების კუბების სხვაობა  ტოლია ამ გამოსახულებების სხვაობის ნამრავლისა მათივე ჯამის არასრულ კვადრატზე.
 
a3+b3=(a+b)(a2-ab+b2) ორი გამოსახულების კუბების ჯამი  ტოლია ამ გამოსახულებების ჯამის ნამრავლისა მათივე სხვაობის არასრულ კვადრატზე.
  
5-ით დაბოლოებული რიცხვების კვადრატები რომ ვიპოვოთ, 5-ის წინ მდებარე რიცხვი გავამრავლოთ  თვლაში  მის მომდევნოზე და მივუწეროთ  25.
მაგ.:   152 =225      252 =625         352 =1225         452 =2025      552 =3025       652 =4225