აწმყო განგრძობითი - Present Continuous

აწმყო განგრძობითი, სახელწოდებიდან გამომდინარეც, აღნიშნავს მოქმედებას რომელიც ლაპარაკის დროს ხდება და გრძელდება. მაგრამ ეს მოვლენა ხდება დროებითად და არ შედის აწმყო ჩვეულებრივი დროის განსაზღვრებაში.

მაგალითად, ქვემოთ მოცემულ წინადადებებში მოქმედება, რასაც ამბობს მთქმელი ხდება ზუსტად იმ დროს, მაგრამ დასრულდება, რაიმე დროის შემდეგ.

It is snowing. თოვს     (თოვა ხდება ლაპარაკის დროს, მაგრამ როდესღაც დასრულდება. აწმყო ჩვეულებრივი დრო, მაგალითად:”It snows”, იმიტომ არ იხმარება რომ თოვა არ ხდება ყოველწელს ზუსტად ერთი და იგივე დროს)

I am studying the  fundamentals of Physics. მე ვსწავლობ ფიზიკის საფუძვლებს.
He is looking my trousers.  ის ჩემს შარვალს უყურებს.

შეიძლება მოვლენა რომელზეც ვლაპარაკობთ იყოს მომავალში, მაგრამ არ გამოვიყენებთ მომავალ დროს თუ მოქმედება არის განსაზღვრულ დროს, წინასწარ დაგეგმილი.

მაგალითად:
I’m meeting my boyfriend at 8. მე ვხვდები ჩემ მეგობარ ბიჭს 8-ზე
My parents are not coming to my birthday. ჩემი მშობლები არ ჩამოდიან ჩემს დაბადების დღეზე.