აწმყო სრული განგრძობითი - Present Perfect Continuous

Present Perfect Continuous დრო გამოიყენება ისეთ მოვლენებზე საუბრისას, რომელიც მოხდა წარსულში და გრძელდება მას შემდეგ, ან დასრულდა, მაგრამ ამ მოქმედების შედეგს ვხედავთ ახლაც, აწმყოში.

მაგალითად:

She looks tired.  It seems She has been working too much. ის დაღლილი ჩანს.ჩანს დიდხანს მუშაობდა.

I am very very sleepy. I have been working on my new project on my computer.ძალიან მეძინება. მთელი ღამე კომპიუტერთან ვმუშაობდი ახალ პროექტზე.

It seem you don’t know English grammar well. Have not you been studying this lessons for a long time. ჩანს შენ არ იცი ინგლისური გრამატიკა კარგად. ამ გაკვეთილებს დიდხანს არ სწავლობდი?

ზემოთ მოყვანილ მაგალითებში წარსულში დაწყებული მოქმედება აღარ გრძელდება, მაგრამ შედეგი ჩანს ახლა.

ასევე, შესაძლოა მოქმედება არ იყოს დასრულებული, მაგალითად:

I’ve been waiting for Temo for 2 hours, but still has not arrived. მე ველოდებოდი თემოს 2 საათს , მაგრამ ის კიდევ არ მოსულა.

ეს დრო შეიძლება გამოიყენებოდეს მოქმედებათა სერიებზე საუბრისას. ანუ მოქმედებები მეორდებოდა წყვეტილად.

მაგალითად:

I have been writing on my blog regularly for years. მე რეგულარულად ვწერდი ხოლმე ჩემს ბლოგზე წლების განმავლობაში.

He has been phoning me for weeks, but I have  never answered. ის კვირების მანძილზე მირეკავდა მაგრამ მე არასდროს მიპასუხია.