წარსული სრული - Past Perfect

Past Perfect დრო გამოიყენება ისეთ მოვლენებზე საუბრისას, რომლებიც მოხდა წარსულში, შორს. მეტი სიზუსტისთვის, მაგალითად როდესაც ვლაპარაკობთ წარსულზე და აღვნიშნავთ კიდევ უფრო შორ მოვლენას მის უკან. ეს არის წარსულის წარსული.

ამ დროსთან გამოიყენება have დამხმარე ზმნის მესამე ფორმა had.

მაგალითად:

I had not known truth, until I spoke to her. მე არ ვიცოდი სიმართლე,სანამ მას არ ველაპარაკე.

He had already known that Georgia was number one reformer country of the world, when I said to him. მან უკვე იცოდა, რომ საქართველო ნომერ პირველი რეფორმატორი ქვეყანა იყო მსოფლიოში, როდესაც მე ვუთხარი.

ასევე გამოვყოთ past perfect simple  და past perfect continuous დროები.

past perfect simple დრო ხშირად გამოიყენება, როდესაც ლაპარაკისას ვიმეორებთ/აღვნიშნავთ სხვის ნათქვამს,ნაფიქრს და სხვა. გამოიყენება დამხმარე ზმნა had და ზმნის მესამე ფორმა.

მაგალითად:

She said that She believed that I had loved her. მან თქვა, რომ მას სჯეროდა, რომ მე ის მიყვარდა.

I thought we had already spoken about this. ვფიქრობდი, რომ ჩვენ უკვე ნალაპარაკევი გვქონდა ამაზე.

past perfect continuous გამოიყენება წარსულ მოვლენებზე საუბრისას,რომლებიც იყო განგრძობითი. ამ დროში გამოიყენება “had been” დამხმარე ფრაზა და ზმნის ing-იანი ფორმა.

მაგალითად:

It looked like a good time to invest in Georgia, because economy had been growing for many years. კარგი დრო ჩანდა საქართველოში ინვესტირებისთვის,რადგან ეკონომიკა მრავალ წელს იზრდებოდა.

I had been thinking about doing something to popularize Physics in my country and I did it. მე ვფიქრობდი, რომ გამეკეთებინა რამე ჩემ ქვეყანაში ფიზიკის პოპულარიზებისთვის და მე გავაკეთე.