კუთხის სინუსი, კოსინუსი, ტანგენსი და კოტანგენსი

გეომეტრიის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ნაწილს შეადგენს ტრიგონომეტრია, რომელშიც შედის სხვადასხვა ფორმულები რომლებიც ხშირად დაგვეხმარება გეომეტრიული ამოცანების ამოხსნაში. განვიხილოთ რამოდენიმე მათგანი მართხუთხა სამკუთხედში:

sinα=CB/AB-სინუს ალფა არის, ამ კუთხის მოპირდაპირე კათეტის შეფარდება ჰიპოტენუზასთან.

cosα=AC/AB-კოსინუს ალფა არის, ამ კუთხის მიმდებარე კათეტის შეფარდება ჰიპოტენუზასთან.

tgα=BC/AC-ტანგენს ალფა არის, ამ კუთხის მოპირდაპირე კათეტის შეფარდება მიდებარე კათეტთან.

ctgα=BC/AC-კოტანგენს ალფა არის, ამ კუთხის მიმდებარე კათეტის შეფარდება მოპირდაპირე კათეტთან.

  იგივენაირად იქნება თითოეული თითოეული β და γ კუთხისათვის, სინუსი იქნება მოპირდაპირე კათეტის შეფარდება ჰიპოტენუზასთან, კოსინუსი მიმდებარე კათეტის შეფარდება ჰიპოტენუზასთან, ტანგენსი მოპირდაპირე კათეტის შეფარდება მიმდებარე კატეტთან და კოტანგენსი მიმდებარე კათეტის შეფარდება მოპირდაპირე კათეტთან.