ციტოლოგია, უჯრედული თეორია

მეცნიერებას, რომელიც შეისწავლის უჯრედის აგებულებას, ციტოლოგია ეწოდება

უჯრედი აღმოაჩინა რობერტ ჰუკმა მეჩვიდმეტე საუკუნის სამოციან წლებში. მოგვიანებით ლევენჰუკმა აღმოაჩინა მიკროორგანიზმები და ერითროციტები და სპერმატოზოიდებიც აღწერა.

უჯრედი არის აგებულების, განვითარებისა და ფუნქციონირების ელემენტარული ერთეული. ეს არის უჯრედული თეორიის ძირითადი დებულებები, რომელიც ჩამოაყალიბა შლეიდენმა და შვანმა, ხოლო შემდეგში გაამდიდრა ბერმა და ვირხოვმა.

თანამედროვე უჯრედული თეორია მოიცავს შემდეგ დებულებებს:

  1. უჯრედი ყველა ცოცხალი ორგანიზმის აგებულებისა, ცხოველქმედების, ზრდისა განვითარების ძირითადი ერთეულია. (ცოცხალის უმცირესი ერთეული);
  2. ყველა ერთუჯრედიანი და მრავალუჯრედიანი ორგანიზმების უჯრედები მსგავსია (ჰომოლოგიურია);
  3. უჯრედი მრავლდება გაყოფის გზით;
  4. რთულ მრავალუჯრედიან ორგანიზმებში უჯრედები სპეციალიზდება მათ მიერ შესრულებული ფუნქციების მიხედვით და წარმოიქმნება ქსოვილები.
  5. უჯრედი ერთიანი სისტემაა, რომელიც შედგება ერთმანეთთან დაკავშირებული მრავალი ელემენტისგან;
  6. მრავალუჯრედიანი ორგანიზმის ყველა უჯრედს ერთნაირი გენების რაოდენობაა აქვს, მაგრამ სხვადასხვა უჯრედში ამ გენების სხვადასხვა ნაკრებია გააქტიურებული, ეს განაპირობებს ამ უჯრედების მორფოლოგიურ და ფუნქციონალურ განსხვავებებს.