გენეტიკა და სელექცია

სელექცია არის მეცნიერება, რომლის მიზანია მცენარეთა და ცხოველთა ახალი ჯიშების შექმნა და უკვე არსებულის გაუმჯობესება.მცენარეთა სელექციის მეთოდებია: მასობრივი და ინდივიდუალური გადარჩევაწმინდა ხაზების შეჯვარება(ჰეტეროზიის ეფექტის ფამოყენება) (წმინდა ხაზების შეჯვარების შედეგად მიღებული შთამომავლობა ხასიათდება ცხოველმყოფელობისა და ნაყოფიერების ამაღლებით. ამ მოვლენას ჰეტეროზისი ანუ ჰიბრიდული ძალა ეწოდება, შემდგომ თაობებში ჰეტეროზისი თანდათანობით ქრება (ჰეტეროზისის ეფექტს 

იწვევს გენის ჰეტეროზიგოტულ მდგობარეობაში ყოფნა)), პოლიპლოიდია (ქრომოსომთა რიცხვის ჯერადი გადიდება), შორეული ჰიბრიდიზაცია (გენეტიკურად განსხვავებული ინდივიდების შეჯვარება, შორეული ჰიბრიდიზაციის შედეგად მიღებული F1 თაობა უნაყოფოა, უნაყოფობის მიზეზი ქრომოსომთა სხვადასხვა რიცხვი და მათი არაჰომოლოგიურობაა. F1 თაობის უნაყოფობას თავიდან იცილებენ პოლიპლოიდიის გზით).

ცხოველთა სელექციის მეთოდებია: მოშინაურებაჰეტეროზისიინდივიდუალური გადარჩევამწამრმოებლის შემოწმება შთამომავლობის მიხედვით.

გენეტიკის ზოგადი კანონები გამოიყენება სელექციის მუშაობაში.