ცვალებადობა

ცვალებადობა ეწოდება ორგანიზმის ისეთ თვისებას შეიძინოს ახალი ნიშან-თვისებები სახეობის ფარგლებში.
ცვალებადობის ფორმებია: მოდიფიკაციური (არამემკვიდრული, განსაზღვრული) და მუტაციური (მემკვიდრეობითი, განუსაზღვრელი). არამემკვიდრეობითი ცვალებადობის გამო სახეობათა პოპულაციები ეგუებიან გარემოს პირობებს.

*მოდიფიკაციური ცვალებადობა ეწოდება ისეთ ცვალებადობას, რომელიც ცვლის ფენოტიპს და არ ეხება გენოტიპს. მოდიფიკაციურ ცვალებადობას ახასიათებს რეაქციის ნორმა. ზოგ ნიშან-თვისებას ახასიათებს ფართო რეაქციის ნორმა, ზოგს – ვიწრო. მემკვიდრეობით გადაეცემა არა ნიშან-თვისება, არამედ რეაქციის ნორმა. ნიშან-თვისებების მოდიფიკაციური ცვალებადობის ფარგლებს რეაქციის ნორმა ეწოდება.
*
ვარიაციული რიგი ეწოდება ნიშან-თვისებათა ცვალებადობის რიგს. ვარიაციულ რიგში შუალედური ფორმები უფრო ხშირად გვხვდება ვიდრე კიდურა ფორმები. ნიშან-თვისებათა ცვალებადობის გრაფიკულ გამოხატვას, რომელიც ასახავს, როგორც ვარიაცათა ფარგლებს, ისე ცალკეულ ვარიანტთა შეხვედრის სიხშირეს ვარიაციული მრუდი ეწოდება. საშუალო სიდიდის ფორმულაა: m=Σ(vp)/n m- საშუალო სიდიდეა, v- ვარიანტია, p- ვარიანტთა შეხვედრის სიხშირე,  n - ვარიანტთა საერთო რიცხვი ვარიაციულ რიგში.