F1 თაობის ერთგვაროვნების კანონი

F1 თაობის ინდივიდები ერთგვაროვანია.
სრული დომინირების შემთხვევაში დომინანტი მშობლის მსგავსია, ხოლო არასრული დომინირების (კოდომინირების) შემთხვევაში შუალედური, მაგრამ ერთგვაროვანი.


პირველ თაობაში ერთი ნიშნის მიერ მეორის დათრგუნვის მოვლენას დომინანტობა ეწოდება. დამთრგუნველ ნიშანს დომინანტი ეწოდება, დათრგუნულს - რეცესიული.

პირველ სურათზე ნაჩვენებია შეჯვარება სრული დომინირების დროს. როგორც ვხედავთ პირველი თაობის ყველა ინდივიდი დომინანტი მშობლის, ამ შემთხვევაში წითელის მსგავსია.
მეორე სურათზე ნაჩვენებია შეჯვარება არასრული დომინირების დროს. პირველი თაობის ყველა ინდივიდი ვარდისფერია, ე.ი. მოხდა "ფენოტიპების შერწყმა". 


მენდელის პირველი კანონის დედააზრი მდგომარეობს იმაში, რომ ჰომოზიგოტური ინდივიდების შეჯვარების შედეგად პირველ თაობაში ვიღებთ იდენტურ ინდივიდებს

 

ინდივიდის გარეგან და შინაგან თვისებათა ერთობლიობას ფენოტიპი ეწოდება
გენი არის მემკვიდრეობითობის ელემენტარული ერთეული, რომელიც მოთავსებულია ქრომოსომის გარკვეულ უბანში. ინდივიდის გენების ერთობლიობას გენოტიპი ჰქვია. სახეობის გენოტიპების ერთობლიობას გენოფონდი.


ალელურ გენთა ურთიერთქმედების ფორმები: 
1. სრული დომინირება - ერთი ალელი მთლიანად თრგუნავს მეორის მოქმედებას;
2. არასრული დომინირება - გენის ერთი ალელი ნაწილობრივ თრგუნავს მეორის მოქმედებას;
3. კოდომინირება - გენის ორივე ალელი ერთნაირად მოქმედებეს ნიშან-თვისების წარმოჩენაზე;
4. ზედომინირება - ჰეტეროზიგოტულ მდგომარეობაში გენის დომნინანტი ალელი უფრო ძლიერად ფუნქციონირებს და ავლენს თავის მომქედებას, ვიდრე ჰომოზიგოტურ მდგომარეობაში.

 

ურთიერთ გამომრიცხავ ნიშან-თვისებათა განმსაზღვრელ გენებს, ალელური გენები ეწოდებათ.
ორგანიზმს, რომელსაც ერთი და იმავე გენის ერთნაირი ალელები აქვს ჰომოზიგოტური ეწოდება. AA/aa ორგანიზმს, რომელსაც ერთი და იმავე გენის განსხვავებული ალელები აქვს ჰეტეროზიგოტული ეწოდება Aa

ზიგოტა არის განაყოფიერების შედეგად მიღებული უჯრედი იგი შეიცავს ქრომოსომათა 2n რიცხვს.
გამეტა არის სასქესო უჯრედები, მასში ქრომოსომების რიცხვი - n.