დათიშვის კანონი

მენდელის მეორე კანონია დათიშვის კანონი. მენდელის ეს კანონი დადგინდა მონოჰიბრიდული შეჯვარების მაგალითზე (მონოჰიბრიდული შეჯვარება ისეთი შეჯვარებაა, როდესაც შესაჯვარებელი ინდივიდები განსხვავდებიან ერთი წყვილი ნიშნის მიხედვით). მენდელის მეორე კანონის დედაარსი მდგომარეობს იმაში, რომ F1 თაობის ინდივიდები შემდგომი გამრავლებისას, თავისივე მსგავსთან შეჯვარებისას ითიშებიან. F2 თაობაში თავს იჩენს რეცესიული ნიშან-თვისება, რომელიც მთელი შამომავლობის 1/4-ია.

მენდელი აჯვარებდა ყვითელ და მწვანე თესლიან ბარდებს. F1 თაობა ერთგვაროვანი მიიღო, დომინანტი, ყვითელი მშობლის მსგავსი. ხოლო F2 თაობაში მიიღო შთამომავლობის 3/4 ყვითელთესლიანი და 1/4 მწვანეთესლიანი ბარდები

პირველი სურათი: დათიშვა, სრული დომინირების დროს, ფენოტიპურად: 3:1

გენოტიპურად: 1:2:1
მიიღება 2 ფენოტიპი, 3 გენოტიპი.

 

მეორე სურათი: დათიშვა, არასრული დომინირების დროს ფენოტიპურად: 1:2:1

გენოტიპურად: 1:2:1

მიიღება 3 ფენოტიპი, 3 გენოტიპი.