გამაანალიზირებელი შეჯვარება

ერთნაირი ფენოტიპის შემთხვევაში გენოტიპის დადგენის მიზნით საკვლევ ობიექტს აჯვარებენ რეცესიულ მშობელთან, რადგან რეცესიულს არ ძალუძს დათრგუნოს საპირისპირო ნიშან-თვისება.  გამაანალიზირებელი შეჯვარების დროს დათიშვა ფენოტიპურად და გენოტიპურად არის 1:1.

ვთქვათ გვყავს ინდივიდი, რომელსაც აქვს დომინანტი ნიშანი, წითელი - არ ვიცით მისი გენოტიპი, ფენოტიპის მიხედვით შეგვიძლია ვიმსჯელოთ, რომ მისი გენოტიპია ან AA ან Aa. ამის დასადგენად ამ ინდივიდს ვაჯვარებთ რეცესიულ მშობელთან, თეთრთან, რომლის გენოტიპია aa. თუ F1 თაობა ერთგვაროვანი მივიღეთ, მაშასადამე ეს ინდივიდი ყოფილა AA. თუ F1 თაობაში მივიღეთ 50% წითელი და 50% თეთრი, მაშინ ეს ინდივიდი ყოფილა Aa