გენთა დამოუკიდებლად განაწილების კანონი

მენდელის III კანონი, ანუ გენთა დამოუკიდებლად განაწილების კანონი დაფუძნებულია იმაზე, რომ სხვადასხვა ალელის გენები განლაგებულია ჰომოლოგიური (მსგავსი) ქრომოსომების სხვადასხვა წყვილში. მენდელის III კანონი დადგენილი იყო დიჰიბრიდული შეჯვარების მაგალითზე (დიჰიბრიდული შეჯვარება ეწოდება ისეთ შეჯვარებას, როდესაც შესაჯვარებელი ინდივიდები განსხვავდებიან 2 წყვილი ნიშნის მიხედვით). მენდელი აჯვარებდა ყვითელ და გლუვთესლიან ბარდას (დომინანტი AABB) მწვანე და ნაოჭთესლიან (რეცესიული aabb) ბარდასთან. F1 იყო დიჰეტეროზიგოტი დომინანტი მშობლის მსგავსი (AaBb), F1 თაობის შემდგომი გამრავლებისას (AaBbXAaBb) F2 თაობაში ადგილი ჰქონდა დათიშვას ფენოტიპურად 9:3:3:1. მიიღება 4 ფენოტიპი, 9 გენოტიპი. III კანონის დედაარსი მდგომარეობს იმაში, რომ დათიშვა ერთი წყვილი ნიშნის მიხედვით მიმდინარეობს სხვა ნიშნებისგან დამოუკიდებლად.