გამეტების სიწმინდის ჰიპოთეზა

გამეტების სიწმინდის დედაარსი მდგომარეობს იმაში, რომ ჰიბრიდულ ჰეტეროზიგოტულ ინდივიდებს გამეტები აქვთ წმინდა. წმინდა ნიშნავს: მოცემული ალელიდან ერთი ხვდება ერთ გამეტაში, მეორე - მეორეში. ჰიპოთეზა ეწოდა იმიტომ, რომ მენდელის დროს არ იყო ცნობილი გენების შესახებ. მენდელმა იცოდა, რომ ნიშა-თვისებას განაპირობებს წყვილი ფაქტორი, ამ ფაქტორებიდან გამეტაში ხვდება მხოლოდ ერთი. გამეტების სიწმინდის ჰიპოთეზამ მიიღო მტკიცე ციტოლოგიური დასაბუთება. მეიოზის დროს გამეტაში ალელური გენებიდან ხვდება ერთი ალელი.