გრიგოლ ხანძთელის ცხოვრების მიხედვით

გიორგი მერჩულეს „გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებაში“, X საუკუნის ჰაგიოგრაფიულ თხზულებაში, მთელი სიზუსტითაა აღწერილი ის დიდი სამონასტრო მშენებლობა, რომელიც VIII-IX საუკუნეების ტაო-კლარჯეთში მიმდინარეობდა. თანახმად მოწოდებისა, ამ საპატიო საქმის ინიციატორი გახლდათ გრიგოლ ხანძთელი, რომელსაც თანაუგრძნობდნენ და გვერდში ედგნენ: საბა იშხნელი ( მისი დედის დისწული), თეოდორე და ქრისტეფორე.

აღმოსავლლეთ საქართველოში არაბთა ბატონობის დროს მოუხდა მოღვაწეობა გრიგოლს. ქართლში იჯდა ამირა, ხოლო დასავლეთ მხარის გამგებელი მეფე ბიზანტიის გავლენას განიცდიდა.

არაბთა მიერ ქართლის დაპყრობით ჩვენმა ქვეყანამ დაკარგა პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული ცენტრი. სამშობლოს კვლავ აღორძინების მოსურნე მამულიშვილთა ზრუნვისა და ფიქრის საგანი იყო ე.წ მძლავრი „ცენტრის“ შექმნა, რომელიც ქართლის მაგივრობას გაწევდა. ასეთი ცენტრის დაარსებისთვის ბროძლა ქვეყნის თავისუფალ ნაწილში უნდა დაწყებულიყო. სწორედ ამ მიზნით გაემგზავრნენ გრიგოლი და მისი თანამზრახველები ტაო-კლარჯეთში.

მონასტერი ძველ საქართველოში კულტურის კერა იყო. პოლიტიკურ-სახელმწიფოებრივი მთლიანობის მიღწევა შეიძლებოდა, მხოლოდ კულტურის აღორძინებით. სწორედ ამიტომ გაჩაღდა დიდი მუშაობა, მონასტრების მშენებლობა. გრიგოლმა განაგრძო და განავითარა ჟამთა სიავისაგან განადგურებული და ჩამკვდარი, VI საუკუნეში სირიიდან ჩამოსული 13 ასურელი მამის მიერ დაწყებული საქმის მიერ.

არაბებისათვის გაუგებარი იყო და ვერც მიხვდებოდნენ მივარდნილ, ყრუ ადგილას მოღვაწე ბერების მიზნის გრანდიოზულობასა და მასშტაბურობას.

გრიგოლსა და მის თანამოაზრეებს ნათლად ჰქონდათ გათვითცნობიერებული სარწმუნოებისა და ქართული ენის განმსაზღვრელი წვლილი ჩენი ქვეყნის გაერთიანების საქმეში. საქართველოს მოჭირნახულეთა მცდელობით სწორედ ამ პერიოდში გამოიკვეთა კულტურული, ეროვნული ურთიერთობის იდეა, რომელსაც აქ აყალიბებს გ.მერჩულე: „ქართლად ფრიადი ქვეყანას აღირაცხების, რომელსაცა შინა ენითა ჟამი შეიწირვის და ლოცვას აღესრულების,“ ე.ი საქართველოა ყველგან, სადაც ღვთის მსახურება ქართულ ენაზე სრულდება.

სამონასტრო მშენებლობის დაწყება, რომ განიზრახეს, პირველად გრიგოლი და მისი თანამოაზრეები ქართლიდან ოპიზაში ჩავიდნენ. მათ აქ დახვდათ იოანე ნათლისმცემლის პატარა ეკლესია. ავტორი აღგვიწერს თუ რა მძიმე ფიზიკურ შრომას ეწეოდნენ გრიგოლი და მისი მეგობრები ოპიზას.