უჯრედი

უჯრედი წარმოადგენს სიცოცხლის უმცირეს ერთეულს. უჯრედებს ყოფენ ორ ნაწილად: ბირთვიანი ანუ ეუკარიოტი და უბირთვო ანუ პროკარიოტი. ეუკარიოუტი ორგანიზმები შედგებიან სამი ძირითადი ნაწილისაგან: პლაზმური მემბრანა, ციტოპლაზმა და ბირთვი. პლაზმური მემბრანა წარმოდგენილია ფოსფოლიპიდებით, რომელთაც გააჩნიათ ორი მნიშვნელოვანი უბანი: ჰიდროფილური ანუ წყლის მოყვარული თავები და ჰიდროფობული ანუ წყლის მოშიში კუდები. ისინი ქმნიან ორ შრეს (ბიშრე) რომლის ცენტრალურ ნაწილს წარმოადგენენ ჰიდროფობული კუდები, ხოლო გარეთა ნაწილებს ჰიდროფილური თავბი. პლაზმური მემბრანა უნარჩუნებს უჯრედს გაურკვეულ ფორმასა და მოცულობას (ჰიდროფობული კუდები ხელს უშლიან წყლის მიმოცვლას უჯრედსა და გარემოს შორის) და აგრეთვე იცავს გარემო ფაქტორებისაგან. პლაზმური მემბრანის შემადგენლობაში ლიპიდების გარდა ასევე ვხვდებით ცილებს რომლებსაც ორ ძირითად ნაწილად ვყობთ: ზედაპირული ცილები და ინტეგრალური ანუ გამჭოლი ცილები. ინტეგრალური ცილები მონაწილეობენ სხვადასხვა ნივთიერებათა ტრანსპორტირებაში. განარჩევენ უჯრედული ტრანსპორტის ორ ფორმას აქტიური ტრანსპორტი და პასიური ტრანსპორტი. პასიური ტრანსპორტი ხდება მარტივი დიფუზიის მეშვეობით - ნივთიერებებ ი გადაადგილდებიან მაღალი კონცენტრაციის არიდან დაბალ კონცენტრაციის არეში. ამაში მათ ხელს უწყობენ ცილები რომლებიც ატარებენ ასეთ ნივთიერებებს. აქტიურ ტრანსპორტში ვხვდებით სპეციალურ ცილა-ტუმბოებს, რომლებიც შერჩევითად გადაიტანენ ნივთიერებას გარემოდან უჯრედში ან პირიქით. ხშირად ნივთიერების გადატანა ხდება გრადიენტის საწინააღმდეგოდ. ცილა ტუმბო მუშაობისას მოიხმარს ენერგიას, ამიტომაც ასეთი ტიპის ტრანსპორტს ვუწოდებთ აქტიურ ტრანსპორტს.