ციტოპლაზმა

ციტოპლაზმა არის ბლანტი სითხე, რომელიც ამოავსებს პლაზმური მემბრანის შიგნით არსებულ სივრცეს. მასში არის მოთავსებული ბირთვი და უჯრედის ცხოველქმედებისათის აუცილებელი სხვა ორგანოიდები: მიტოქონდრია, რიბოსომები, ლიზოსომები, გოლჯის კომპლექსი, ენდოპლაზმური ბადე, ცენტრიოლები.

მიტოქონდრია წარმოადგენს ორმაგი მემბრანით დაფარულ ორგანოიდს. მისი გარეთა მემბრანა გლუვია, ხოლო შიგნითა დანაოჭებული, შგნითა მემბრანის ნაოჭებს კრისტები ეწოდებათ. კრისტებზე მიმდინარეობს ენერგიით მდიდარი ნივთიერების ატფ_ის სინთეზი. ამიტომაც მიტოქონდრიას უჯრედის „ენერგეტიკულ ქარხანას“ უწოდებენ. მიტოქონდრია იმით გამოირჩევა სხვა ორგანოიდებისაგან, რომ იგი შეიცავს საკუთარ დნმ_ს და დამოუკიდებლად შეუძლია რამოდენიმე ცილის სინთეზი.

რიბოსომები წარმოადგენენ ყველაზე მცირე ზომის ორგანოიდებს უჯრედში. ისინი შედგებიან ორი სუბერთეულისაგან. არ გააჩნიათ მემბრანა და მათ მთავარ ფუნქციას წარმოადგენს ცილის ბიოსინთეზი. რიბოსომების წარმოიქმნებიან ბირთვაკებში. ისინი მოთავსებულნი არიან ხორკლიან ენდოპლაზმურ ბადეზე ან ქმნიან მცირე ჯგუფებს ციტოპლაზმაში რომელსაც პოლისომა ეწოდება

ენდოპლაზმური ბადე მოთავსებულია ბირთვის გარშემო. განარჩევენ ორი ტიპის ენდოპლაზმურ ბადეს - გლუვი და ხორკლიანი. გლუვზე მიმდინარეობს ნახშირწყლების სითეზი, ხოლო ხორკლიანზე ცილების. ენდოპლაზმური ბადის მთავარ ფუნქციას წარმოადგენს ნივთიერებათა ტრანსპორტი

გოლჯის კომპლექსი მდებარეობს ბირთვთან ახლოს. იგი შედგება ტომსიკებისა და არხებისაგან. მის მთავარ ფუნქციას წარმოადგენს ნივთიერებათა დამარაგება და გარდაქმნა. აგრეთვე იგი წარმოქმნის ლიზოსომებს.

ლიზოსომა არის ერთი მემბრანით დაფარული ბუშტუკი, რომლის შიგნითაც მოთავსებულლია დიდი რაოდენობით ფერმენტები. იგი მონაწილეობს უჯრედში მოხვედრილი ნივთიერებების დაშლაში.

ცენტრიოლები მდებარეობენ ბირთთვთან ახლოს და ერთმანეთის მიმართ ადგენენ 90 გრადუსიან კუთხეს. მათი მთავარი ფუნქციაა გაყოფის თითისტარა კომპლექსის წარმოქმნა მიტოზში.