ბირთვი

ბირთვი დაფარულია ორმაგი მემბრანით, რომელშიც ვხვდებით დიდი რაოდენობით ფორებს. მათი საშუალებით ხდება ნივთიერებათა ცვლა. ბირთვის შიგთავსს წარმოადგენს ბირთვის წვენი ბირთვაკი და ქრომოსომები. ქრომოსომა არის ცილისა და დნმ_ის ერთობლიობისაგან შემდგარი კომპლექსი. დნმ არის პოლინუკლეოტიდური ორი ჯაჭვისაგან შემდგარი მოლეკულა, რომელიც შეიცავს მემკვიდრულ ინფორმაციას. იგი შედგება 4 განსხვავებული ნნუკლეოტიდისაგან: ადენინი, თიმინი, გუანინი და ციტოზინი. ისინი ჯჭვებს შორის ერთმანეთს უკავშირდებიან კომპლემენტარობის პრინციპით: ადენინი - თიმინი და გუანინი - ციტოზინი. ჯაჭვებს შორის ვხვდებით წყალბადურ ბმას ხოლო ერთ ჯაჭვში - კოვალენტურს. დნმ_ს გააჩნია რეპლიკაციის ანუ გაორმაგების უნარი. ფერმენტი ჰელიკაზა ყოფს ჯაჭვებს შორის არსებულ ბმებს, თავისუფლად არსებული ნუკლეოტიდები კომპლემენტარობის პრინციპით შეუერთებიან თავიანთ წყვილებს რის შემდეგაც დნმ-პოლიმერეაზა მათ შორის წარმოქმნის წყალბადურ ბმებს. რეპლიკაციის შედეგად მიიღება ორი იდენტური დნმ_ის მოლეკულა.