ცილის ბიოსინთეზი

ცილის ბიოსინთეზი რთული პროცესია რომელიც ორ ნაწილად იყოფა: ტრანსკრიფცია ანუ გადაწერა და ტრანსლაცია ანუ გადათარგმნა. ტრანსკრიფცია გულისხმობს დნმ_დან მნიშვნელოვანი ინფრომაციის გადაწერას ინფორმაციულ რნმ_ზე. ცილა შედგება ამინომჟავებისაგან. ადამიანის ორგანიზმში გვაქვს 20 განსხვავებული სახის ამინომჟავა. 4 ნუკლეოტიდი ვერ მოახერხებდა 20 ამინომჟავას თანმიმდევრობისა და რაოდენობის განსაზღვრას. არსებობს სპეციალური გენეტიკური კოდი - 3 ნუკლეოტიდი ერთად ქმნის 1 ტრიპლეტს ანუ კოდონს. კოდონი არის დნმ_ს უბანი რომელიც შეიცავს ინფორმაციას ერთი ამინომჟავის შესახებ. ადამიანში სულ ვხვდებით 64 კოდონს. აქედან 1 სტარტკოდონია რომელიც იწყებს ცილის სინთეზს და 3 სტოპ კკოდონი, რომლებიც ასრულებენ ცილის სინთეზს. ტრანსკრიფციის დასრულების შემდეგ ინფორმაციული რნმ მიემართება ციტოპლაზმაში სადაც უერთდება რიბოსომას და იწყება ტრანსლაცია ანუ ცილის ბიოსინთეზის პროცესი. ტრანსლაციაში ინფორმაციული რნმ_ს და რიბოსომის გარდა მონაწილეობას იღებს სატრანსპორტო რნმ_ც. იგი ანტიკოდონით ამოიცნობს კომპლემენტარულ კოდონს უერთდება მას და თავის მიერ მოტანილ ამინომჟავას ჩართავს ცილის წარმოქმნის პროცესში. ტრანსლაციას სრულდები სტოპ კოდონით რომელიც გამოდევნის რიბოსომადან ცილას ციტოპლაზმაში.