უჯრედის სასიცოცხლო ციკლი

უჯრეიდს სასიცოცხლო ციკლი იყოფა ორ ნაწილად - ინტერფაზა და მიტოზი. ინტერფაზა უფრო ხანგრძლივად მიმდინარე ფაზაა რომელიც შედგება სამი ნაწილისაგან: G1, S, G2. G1 ფაზას პრესინთეზური ფაზა ეწოდება და ამ დროს მიმდინარეობს უჯრედის მზადება დნმ_ს რეპლიკაციისათვის. S  ფაზას სინთეზური ფაზა ეწოდება და აქ ხდება დნმ_ს რეპლიკაცია. ხოლო საბოლოო ფაზას წარმოადგენს პოსტსინთეზური ფაზა და ამ დროს უჯრედი ემზადება გაორმაგებისათვის. ამის შემდგომ იწყება მიტოზი. მიტოზი იყოფა 4 ნაწილად: პროფააზა, მეტაფაზა, ანაფაზა და ტელოფაზა. პროფაზა მათგან ყველაზე ხანგრძლივად მიმდინარე ფაზაა. ამ დროს ხდება: ქრომოსომების სპირალიზაცია, ბირთვის გარსის რღვევა, ბირთაკის გაქრობა, ქრომოსომების გადაადგილება ციტოპლაზმაში, ცენტრიოლების გადაადგილება პოლუსებისაკენ და გაყოფის თითისტარა კომპლექსის წარმოქმნა. მეტაფაზა - ქრომოსომები ლაგდებიან ეკვატორზე, თითისტარა ძაფები ემაგრებიან ქრომატიდებს. ანაფაზაში ქრომატიდები გადააგილდებიან საპირისპირო პოლუსებისაკენ. ტელოფაზაში ხდება ბირთვის გარსის აღდგენა, ქრომოსომების დესპირალიზაცია, ბირთვაკის გაჩენა და საბოლოოდ ციტოკინეზი - ციტოპლაზმის ორად გაყოფა. მიტოზის შედეგად მიიღება ორი იდენტური უჯრედი, რომლებსაც გააჩნიათ ერთნაირი ქრომოსომული ნაკრები.