გამრავლება

გამრავლების ორ ფორმას განარჩევენ უსქესო და სქესობრივი. უსქესო გამრავლების ფორმებია

ორად გაყოფა - დამახასიათებელია უმარტივესებისა და ბაქტერიებისათის. ამ დროს უჯრედი ამიტოზურად იყოფა ორ ნაწილად.

დაკვირტვა - დამახასიათებელია წყლის ბინადარი ჰიდრასთვის. თავდაპირველად მას გამოეზრდება მცირე ზომის თავისივე ნაირი ინდივიდ, რომელიც იკვებება და იზრდება დედისეული ორგანიზმის ხარჯზე. გარკვეული ზომის მიღწევის შემდგომ იგი ტოვებს დედის ორგანიზმს და დამოუკიდებლად იწყებს ცხოვრებას.

სპორებით გამრავლება - დამახასიათებელია სოკოებისა და გვიმრებისათვის. სპორა წარმოადგენს კაპსულით დაფარულს სპეციალურ უჯრედს, რომელიც ხელსაყრელ გარემოში მოხვედრის შემთხვევაში თავისუფლდება გარსისაგან და წარმოქმნის ორგანიზმს.

პწკალით გამრავლება - ახასიათებს მარწყვს. პწკალი წარმოადგენს მცოცავ ფესვს.

ფრაგმენტაცია - დამახასიათებელია ზღვის ვარსკვლავისათვის. მას ძვრება ქიმები და თითოეული ქიმიდან წარმოიქმნება ახალი ვარსკვლავი.

რეგენერაცია - დამახასიათებელია მატლებისათვის. ორად გაყოფის შემთხვევაში თითოეული ნაწილი დამოუკიდებლად განაგრძობს არსებობას.

სქესობრივი გამრავლება იყოფა ორ ნაწილად: გარეგანი და შინაგანი. გარეგანი გამრავლება ახასიათებთ თევზებს. იგი გულისხმობს იმას, რომ კვერცხუჯრედის განაყოფიერება ხდება არა დედის ორგანიზმის შიგნით, არამედ გარეთ. შინაგანი გამრავლება ახასიათებთ ძუძუმწოვრებს და ხერხემლიანებს. სქესობრივი გამრავლებისათვის აუცილებელია სასქესო უჯრედების - სპერმატოზოიდისა და კვერცხუჯრედის არსებობა. მათ მეორენაირად გამეტები ეწოდებათ, ხოლო მათი წარმოქმნის პროცესს გამეტოგენეზი. არსებობს ორი ტიპის გამეტოგენეზი - სპერმატოგენეზი და ოვოგენეზი. გამეტოგენეზში ვხვდებით 4 ფაზას: გამრავლება ზრდა მომწიფება და ფორმირება. გამრავლების ფაზაში ვხვდებით მიტოზს. გამრავლებისა და ზრდის ფაზები ერთნაირი მამრობითი და მდედრობითი სასქესო უჯრედებისათვის. განსხვავება იწყება მომწიფების ფაზაში. აქ ვხვდებით მეიოზს. მეიოზი შედგება ორი თანმიმდევრული მიტოზური გაყოფისაგან, რომელთა შორისაც არ ვხვდბეით დნმ_ს გაორმაგების მომენტს და მიტოზისგან განსხვავებით აქ ვიღებთ 4 შვილეულ უჯრედს, რომლებსაც გააჩნიათ არა იმდენივე ქრომოსომა რამდენიც დედისეულ უჯრედს არამედ მისი ნახევარი. მეიოზური გაყოფის პირველ ფაზაში ვხვდებით კონიუგაციას და კროსინგოვერს, ანუ ჰომოლოგიური ქრომოსომები ერთმანეთში ცვლიან გარკვეულ ნაწილებს. სპერმატოგენეზის შემთხვევაში ყველაფერი თანაბრად მიმდინარეობს და ერთი პირველადი სპერმატოციტიდან წარმოიქმნება 4 ზრდასრული სპერმატოზოიდი. ოვოგენეზის დროს გვაქვს ორი არათანაბარი გაყოფა რის შედეგადაც ვიღებთ 3 მიმარტლებით სხეულაკს და 1 ზრდასრულ კვერცხუჯრედს. მიმართულებითი სხეულაკები უფრო მცირე ზომისანი არიან ვიდრე კვერცხუჯრედები და მაათ არ შეუძ₾იათ გამრავლება. კვერცხუჯრედი ადამიანის ორგანიზმში ყველაზე დიდი ზომის უჯრედია. მას აქვს ოვალური ფორმა, გარს აკრავს დამცავი გარსი და არ შეუძლია გადაადგილება. სპერმატოზოიდები შედგებიან სამი ნაწილისაგან: ყელი, თავი და კუდი. კუდი მოძრაობისთვისაა აუცილებელი, ყელში ხდება დიდი რაოდენობით ენერგიის წარმოქმნა ხოლო თავში მოთავსებულია აკროსომა და ბირთვი. აკროსომა შეიცავს ფერმენტებს, რომლებიც შლიან კვერცხუჯრედის დამცავ ბარიერს. ბირთვში მოთავსებულია მემკვიდრული ინფორმაცია. განაყოფიერებულ კვერცხუჯრედს ზიგოტა ეწოდება. ზიგოტა განიცდის მიტოზური გაყოფას და წარმოქმნის ბლასტულად, შემდგომ გასტრულად და საბოლოოს ნეირულას. ნეირულაში განარჩევენ 3 შრეს: ექტოდერმა, მეზოდერმა და ენტოდერმა. თითოეულიდან წარმოიქმნება ადამიანის სხვადასხვა ორგანოები და ნაწილები.

ექტოდერმა - სმენის, მხედველობისა და ყნოსვის ორგანოები, ცენტრალური ნერვული სისტემა და კანი.

მეზოდერმა - ძვლოვანი და ხრტილოვანი ჩონჩხი, გულსისხლძარღვთა და შარდსასქესო სისტემა.

ენტოდერმა - საჭმლის მომნელებელი და სასუნთქი სისტემები.