მენდელის მიერ დადგენილი კანონზომიერებები

გენეტიკა არის მეცნიერება, რომელიც შეისწავლის სხვადასხვა მემკვიდრულ ნიშან-თვისებებს, მათი გადაცემის მექანიზმებს და გადაცემის დროს დაშვებულ შეცდომებს. მისი ფუძემდებელია ავსტრიელი ბერი გრეგორ მენდელი. იგი ერთმანეთთან აჯვარებდა პარკოსან მცენარე ბარდებს. მან ერთმანეთთან შეაჯვარა დომინანტური ნიშანთვისების მქონე ჰომოზიგოტი (ერთნაირი ალელური გენების მქონე) ყვითელილ ბარდა (AA) ჰომოზიგოტ რეცესიულ მწვანე ბარდასთან (aa). შთამომავლობაში მან მიიღო ყველა ჰეტეროზიგოტი (განსხვავებული ალელური გენების მქონე ინდივიდი) ყვითელი ბარდა (Aa). ამ მოვლენაზე დაყრდნობით მან ჩამოაყალიბა მენდელის პირველი კანონი ანუ ერთგვაროვნების წესი:

თუკი ერთმანეთთან შევაჯვარებთ ჰომოზიგოტ დომინანტ და ჰომოზიგოტ რეცესიულ ინდივიდებს მაშინ პირველ თაობაში მივიღებთ ჰეტეროზიგოტ ინდივიდებს, რომლებში ფენოტიპურად (გენების გარეგნული გამოვლინება) ვლინდება დომინანტური ნიშანი.

ამის შემდგომ მენდელმა ერთმანეთთან შეაჯვარა მიღებული ინდივიდები და მიიღო შემდეგი: Aa X Aa -à  AA, Aa, Aa, aa. ანუ ¾ იყო დომინანტური ნიშანთვისების მქონე ხოლო1/4 იყო რეცესიული ნიშანთვისების მქონე. ამაზე დაყრდნობით ჩამოაყალიბა მეორე კანონი ანუ დათიშვის წესი:

თუკი ერთმანეთთან შევაჯვარებთ ჰეტეროზიგოტ ინდივიდებს შთამომავლობაში მივიღებთ ფენოტიპურ დათისვას 3:1, ხოლო გენოტიპურად (გენების ერთობლიობა არის გენოტიპი) 1:2:1.