დიჰიბრიდული შეჯვარება(მენდელი)/მორგანის კანონი

დიჰიბრიდული შეჯვარების დროს დაკვირვება მიმდინარეობს ორ ნიშან-თვისებაზე. მენდელმა ერთმანეთთან შეაჯვარა დიჰომოზიგოტი დომინანტი ყვითელი გლუვი ბარდა (AABB) დიჰომოზიგოტ რეცესიულ მწვანე დანაოჭებულ ბარდასთან (aabb). პირველ თაობაში დადასტურდა მენდელის ერთგვაროვნების წესი და შთამომავლობაში გამოვლინდა მხოლოდ დომინანტური ნიშან-თვისებები: ყველა იყო ყვითელი და გლუვი(AaBb). შემდგომ მიღებული ინდივიდები შეაჯვარა ერთმანეთს და მიიღო სრულიად ახალი დათიშვა 9:3:3:1. (9 - ყვითელი გლუვი, 3 - ყვითელი დანაოჭებული, 3 - მწვანე გლუვი, 1 - მწვანე დანაოჭებული). მენდელმა ფორმის მიუხედავად დაითვალა ფერები და შემდეგ ფერების უგულვებელყოფით ფორმები. ამის შედეგად მან მიიღო 12 ყვითელი და 4 მწვანე; 12 გლუვი და 4 დანაოჭებული. 12/4 იგივეა რაც 3/1. მან ჩამოაყალიბა მესამე კანონი - გენთა დამოუკიდებლად დამემკვიდრების წესი:

გენები ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად გადაეცემიან თაობიდან თაობაზე და ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად გამოვლინდებიან.

შემდგომში თომას მორგანმა დაამტკიცა მესამე კანონის სიცრუე. მან დაამტკიცა რომ გენები ერთმანეთთან შეჭიდულნი არიან და შეჭიდულად გადაეცემიან თაობიდან თაობაზე.