ანატომია

ანატომია არის მეცნიერება რომელიც შეისწავლის ადამიანის სხეულის აგებულებას. ადამიანის სხეულის შემადგენლობაში ვხვდებით 4 ქსოვილს: შემაერთებელი, კუნთოვანი, ნერვული და ეპითელური. შემაერთებელ ქსოვილს ყოფენ სამ ჯგუფად - მყარი (ძალი, ხრტილი), თხევადი (სისხლი, ლიმფა) და ფაშარი (ცხიმი). ადამიანში ვხვდებით 220მდე ძვალს. ძალი შედგება ორგანული ნივთიერებებისაგან, რომლებიც ძვალს მატებენ ელასტიურობას და სხვა მარილებისაგან, რომლებიც ძვალს სიმტკიცეს მატებენ. ძვლებს ყოფენ ორ ნაწილად - ლულოვანი და ბრყელი. ლულოვან ძვლებში ვხვდებით ძვლის წითელ და ყვითელ ტვინს, წითელი ტვინი წარმოადგენს სისხლმბად ორგანოს.

კუნთოვანი ქსოვილი გვაქვს 3 ტიპის: განივზოლიანი, გლუვი და გულის განივზოლიანი. განივზოლიანი კუნთები ქმნიან ჩონჩხის კუნთებს რომლებიც გარედან აკრავენ ჩონჩხს და მოძრაობაში მოყავთ ის. გლუვი კუნთებით აგებულია შინაგანი ორგანოები, ხოლო გულის განივზოლიანი ბოჭკოებით მხოლოდ გულის კუნთი. გულის განივზოლიანი სწრაფად ატარებს აგზნებას სხვა კუნთოვან ქსოვილებთან შედარებით.

ნერვული უჯრედი შედგება დენდრიტებისაგან (მცირე ზომის მრავლობითი მორჩები), ქსონისაგან (გრძელი ერთი მორჩისაგან) და ნეირონის სხეულისაგან. აქსონი დაფარულია მიელინური გარსით, რომლებიც ელექტროიზოლატორის როლს ასრულებს. განარჩევენ მგრძნობიარე მამოძრავებელ და ჩართულ ნეირონებს. მგრძნობიარე ნეირონებს მიაქვთ იმპულსი ცენტრალურ ნერვულ სისტემაში, ჩართული გარდაქმნის ამას საპასუხო იმპულსად ხოლო მამოძრავებელი ნერვი ამ იმპულსს მიიტანს მუშა ორგანოსთან ან კუნთთან.

ეპითელური ქსოვილი მრავალი სახითაა წარმოდგენილი: გლუვი, კუბური, ცილინდრული, მოციმციმე, ერთშრიანი, მრავალშრიანი, გარქოვანებული. ეპითელური ქსოვილი წარმოქმნის კანს და ყველა ლორწოვანს ჩვენს ორგანიზმში, ასევე მონაწილეობს ჯირკვლების წარმოქმნაში.