სასუნთქი სისტემა

სასუნთქი სისტემა შეგვიძლია დავყოთ ორ ნაწილად: ჰაერგამტარი გზები და ფილტვები. ჰაერგამტარ გზას მიეკუთვნება - ცხვირი, ცხვირხახა, ტრაქეა, ბრონქები. ცხვირი შედგება ხრტილოვანი და ძვლოვანი ნაწილისაგან. იგი შიგნიდან ამოფენილია წამწამოვანი ეპითელიუმით. წამწამები ფილტრავენ ჰაერში აარსებულ მტვრი ნაწილაკებს. ასევე ეპითელიუმი გამოყოფს სპეციალურ ლორწოს, რომელიც შეიცავს ლიზოციმს - ფერმენტს, რომელიც ანადგურებს ბაქტერიებს. ცხვირიდან ჰაერი გადადის ცხვირხახაში, ხოლო შემდეგ ტრაქეაში. ტრაქეა იყოფა ორ ბრონქად, ბრონქები იტოტებიან ბრონქიოლება. მათ საბოლოოდ მიმაგრებული აქვთ მცირე ზომის ბუშტუკები, რომლებსაც ალვეოლები ეწოდებათ. ალვეოლებს გარედან აკრავთ სისხლძარღვები. ჩასუნთვქის დროს ალვეოლები იბერებიან და მათში დიდი რაოდენობით ვხვდებით ჟანგბადს. გარშემო ამდებარე სისხლი კი ამ დროს მდიდარია ნახშირორჟანგით. მარტივი დიფუზიის მეშვეობით ჯანგბადი გადადის ფილტვებიდან სისხლში, ხოლო ნახშირორჟანგი პირიქით. ამის შემდეგ ხდება ამოსუნთქვა. ჩასუნთქვა-ამოსუნთქვის აქტი წუთში საშუალოდ12-18 ჯერ მეორდება. ჩასუნთქვა არის აქტიური პროცესი. მასში მონაწილეობას იღებენ დიაფრაგმა და ნეკნთაშუა კუნთები. ამოსუნთქვა არის პასიური პროცესი ამ დროს დიაფრაგმა უბრუნდება თავის მდგომარეობას და ამცირებს ფილტვების მოცულობას. შემცირების გამო ხდება ფილტვებში არსებული აირების გამოძევება. ფილტვი გარედან დაფარულია სპეციალური გარსით რომელსაც ფილტვის პლევრა ეწოდება. პლევრით არის ასევე დაფარული გულ-მკერდის ღრუს შიგნითა კედელი. ამ ორ პლევრას შორის არის პლევრის ღრუ. მასში არის უარყოფითი წნევა ამიტომაც ეს ორი ერთმანეთს მჭიდროდ ეკვირის და ერთის მოცულობის ზრდა იწვევს მეორის მოცულობის ზრდას.