ევოლუცია(მოძღვრება)

ევოლუცია არის მეცნიერება, რომელიც შეისწავლის ცოცხალი ორგანიზმების განვითარებას ისტორიის მანძილზე. მისი ფუძემდებელია ლამარკი, თუმცა მის განვითარებაში დიდი როლი ითამაშა ჩარლზ დარვინმა. ევოლუციის მთავარ მამოძრავებელ ძალებს წარმოადგენენ: არსებობისთვის ბრძოლა, ბუნებრივი გადარჩევა და ცვალებადობა. არსებობისთვის ბრძოლა შეიძლება იყოს სამი სახის - შიდასახეობრივი (როდესაც დაპირისპირება ხდება ერთ ისახის ინდივიდებს შორის. ამის მიზეზი შეიძ₾ება იყოს მდედრი, საკვები, ტერიტორია), სახეობათშორისი (დაპირისპირება ხდება სახეობებს შორის. მიზეზი ტერიტორია საკვები) ან ბრძოლა ბუნების არახელსაყრელ პირობებთან. ბუნების არახელსაყრელ პირობებთან ბრძოლის გამო ორგანიზმებმა დაიწყეს ამ პირობებთან შეგუება ანუ ადაპტაცია. ადაპტაციის სამ ფორმას განარჩევენ - ფიზიოლოგიური, მორფოლოგიური და ქცევითი. ფიზიოლოგიურ ადაპტაცია არის ისეთი ადაპტაცია, რომლის დროზაც ცვლილება ხდება ორგანიზმის შიგნით მიმდინარე პროცესებში. მაგალითად ანტარქტიდაზე მცხოვრებ თეთრ დათვებს გაძლიერებული ქვთ თერმორეგულაცია. ისინი უფრო სქელ ცხიმოვან შრეს წარმოქმნიან ვიდრე სხვა დათვები. მორფოლოგიური ადაპტაციის დროს ცვლილება ხდება აგებულებაში. მაგალითად კაქტუსებმა ფოთლები ეკლებად გადააქციე, რათა შეემცირებინათ წყლის აორთქლება. ქცევით ადაპტაციას მიეკუთვნება ცხოველების ზამთრის ძილი ან მიგრაცია თბილი ქვეყნებისაკენ. ბუნებრივი გადარჩევა არსებობს სამი სახის - მამოძრავებელი, დიზრუპტული და მასტაბილიზირებელი. მამოძრავებელი გადარჩევა აქტიურად მოქმედებს გარემო ფაქტორების ცვლილების დროს და მასთან ერთად იცვლება. მასტაბილიზირებელი გადარჩევა უზრუნველყობს ნორმის ფარგლებში არსებული ცოცხალი ორგანიზმების გადარჩევას და ნორმის ფარგლებიდან გადასული ორგანიზმების გაქრობას. ხოლო დიზრუპტული გადარჩევა მასტაბილიზირებელი გადარჩევის საპირისპირო პროცესია - მისთვის პრიორიტეტს წარმოადგენს არა ნორმა, არამედ ნორმის ფარგლებს გარეთ არსებული ინდივიდები.