ეკოლოგია(მოძღვრება)

ეკოლოგია არის მეცნიერება რომელიც შეისწავლის ცოცხალი და არაცოცხალი ბუნების თანაცხოვრებას. ასეთ გარემოს ეკოსისტემა ეწოდება. ეკოსისტემაზე გავლეას ახდენენ ცოცხალი (ბიოტური) და არაცოცხალი (აბიოტური) ფაქტორები. ბიოტურ ფაქტორებს მიეკუთვნებიან: ნეიტრალიზმი, მტაცებლობა, პარაზიტიზმი და სიმბიოზი. ნეიტრალიზმის დროს ორ ცოცხალ ინდივიდს არანაირი საერთო ინტერესი არ გააჩნიათ და ისინი ერთმანეთის მიმართ ნეიტრალურად არიან განწყობილნი. მაგალითად ირემი და ციყვი. მტაცებლობის დროს ერთი ორგანიზმი მეორეს საკვებად იყენებს. მაგალითად ლომი და ანტილოპა. პარაზიტიზმის დროს ერთი ორგანიზმი საკვებად და საცხოვრებლად იყენებს მეორეს. ამის მაგალითია ტილები, ტკიპები, ჭიები. სიმბიოზი ეს არის თანაცხოვრების ისეთი ფორმა, რომლის დროსაც ორი ორგანიზმი ერთმანეთისგან იღებს სარგებელს, ან სულ მცირე ერთმანეთს არ აყენებენ ზიანს. სიმბიოზი იყოფა 4 ნაწილად - კოოპერაცია, მდგმურობა, კომენსალიზმი, მუტუალიზმი. კოოპერაციის დროს ორი ორგანიზმი მოქმედებს შეთანხმებულად და ამის ფონზე ორივე იღებს სარგებელს. მაგალითად ნიანგს ნარჩენი ხორცისგან კბილებს უსუფთავებს ჩიტი. ჩიტი იღებს საკვებს და ნიანგი თავისუფდება ნარჩენებისგან. მდგმურობის დროს ერთი ორგანიზმი საცხოვრებლად იყენებს მეორეს და ზიანს არ აყენებს მას. მარტივი მაგალითია ხავსი. მუტუალიზმის დროს ორ ორგანიზმს არ შეუძლია ერთმანეთის გარეშე არსებობა (ფუტკარი და ყვავილი). კომენსალიზმი ნიშნავს რომ ერთი ორგანიზმი იკვებება მეორე ორგანიზმის საკვების ნარჩენებით. მაგალითდ თეთრ ზვიგენებს მუდამ თან სდევენ მცირე ზომის თევზები. ნადირობის შემდგომ ნარჩენებს ისინი მიირთმევენ. აბიოტურ ფაქტორებს მიეკუთნება არაცოცხალი ბუნების ფაქტორები, როგორებიცაა სინათლე, ჰავა, ტენიანობა, ტემპერატურა და სხვა. კვების ტიპის მიხედვით ორგანიზმებს ყოფენ ავტოტროფებად და ჰეტეროტროფებად. ავტოტროფები არიან ისეთი ორგანიზმები, რომლებსაც დამოუკიდებლად შეუძლიათ წარმოქმნან არაორგანული ნივთიერებებიდან ორგანული ნივთიერებები. ამის მაგალითია მცენარეები და ფოტოსინთეზი, რომლის დროსაც მცენარე წყალს და ნახშირორჟანგს მზის სხივის გამოყენებით ქლოროფილში გარდაქმნის გლუკოზად და ჟანგბადად. ჰეტეროტროფები არიან ისეთ ორგანიზმები, რომლებსაც არ შეუძ₾იათ დამოუკიდებლად წარმოქმნან ორგანული ნივთიერებები და მას იღებენ მზა სახით. ჰეტეროტროფებს მიეკუთვნებიან ცხოველები. არსებობს მესამე ფორმა მიქსოტროფები, როდესაც ორგანიზმს შეუძლია წარმოქმნას კიდეც ორგანული ნივთიერება არაორგანულიდან და ასევე მზა სახითაც მოიხმაროს იგი. ამის მარტივ მაგალითს წარმოადგენენ ციანობაქტერიები. კვებითი ჯაჭვი იწყება პირველი რგოლით, რომელსაც წარმოადგენსპროდუცენტები. პროდუცენტებს ძირითადად შეადგენენ ავტოტროფები. შემდგომ მოდიან კონსუმენტები ანუ მომხმარებლები, ისეთი ორგანიზმები, რომლებიც იღებენ პროდუცენტის მიერ შექმნილ მზა ორგანულ ნივთიერებას. პირველი რიგის კონსუმენტები იკვებებიან პროდუცენტებით, მეორე რიგის კონსუმენტები პირველი რიგის კონსუმენტებით, მესამი რიგი მეორით და ასე შემდეგ სანამ არ მოვა კვებითი ჯაჭვის საბოლოო გოლი - რედუცენტები. რედუცენტებს წარმოადგენენ საპროფიტი ბაქტერიები. ისინი მონაწილეობენ მკვდარი ორგანიზმების დაშლაში.