მსოფლიო პოლიტიკური რუკის ცვლილებები

პოლიტიკური რუკის ფორმირების ხუთი ეტაპი გამოიყოფა:

 

ფორმირების ეტაპი

წამყვანი ქვეყნები

1. ძვ. პერიოდი – უძველესი დროიდან V საუკუნემდე

ძვ. ეგვიპტე, ძვ. საბერძნეთი, კართაგენი, ძვ. რომი

2. შუა საუკუნეები – V-XV საუკუნეები

ბიზანტია, ინგლისი, კიევის რუსეთი, ესპანეთი, პორტუგალია

3. ახალი პერიოდი – XVI ს – 1914 წლამდე

ესპანეთი, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, ნიდერლანდი

4. უახლესი – 1914 წლიდან 1990–იანებამდე

აშშ, დიდი ბრიტანეთი, გერმანია, საფრანგეთი, სსრკ, იაპონია

5. თანამედროვე ეტაპი – 1990–იანებიდან დღემდე

აშშ, გაერთიანებული სამეფო, რუსეთი, საფრანგეთი, გერმანია, ჩინეთი, იაპონია, ინდოეთი, ბრაზილია

დღევანდელ მსოფლიოში 200-ზე მეტი სახელმწიფო და ქვეყანაა. მათგან 194 სუვერენული

 სახელმწიფოა (ისეთი სახელმწიფო, რომელიც დამოუკიდებელია საერთაშორისო ურთიერთობებში და ახორციელებს უმაღლეს ხელისუფლებას საკუთარ ტერიტორიეზე), დანარჩენი კი დამოუკიდებელი ტერიტორიები. 1950 წელს 82 სუვერენული სახელმწიფო იყო, ხოლო XX საუკუნის დასაწყისში - 55.

 ძველი პერიოდი (უძველესი დროიდან V - საუკუნემდე      ) - ძირითადად  ემთხვევა

 მონათმფლობელურ ეპოქას. ამ დროს დაიწყო დედამიწაზე პირველი პოლიტიკური ერთეულების

 წარმოშობა.

შუა საუკუნეების ( V –XV სს ) პერიოდი- ამ ეპოქის ზესახელმწიფოები იყო: ბიზანტია, ესპანეთი, პორტუგალია, ინგლისი, კიევის რუსეთი, არაბეთის ხალიფატი და ა.შ.

ახალი პერიოდი - XV – 1914 წლამდე - იწყება დიდი გეოგრაფიული აღმოჩენებით და მთავრდება პირველი მსოფლიო ომის დაწყებით. ამ პერიოდში დაწინაურდნენ: ესპანეთი, პორტუგალია, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, ჰოლანდია. ამ დროს შეიქმნა უზარმაზარი კოლონიური სახელმწიფოები, ჩამოყალიბდა საერთაშორისო სამეურნეო ურთიერთობები.

უახლესი პერიოდი - 1914 წლიდან - დღემდე - ეს პერიოდი უკავშირდება პირველი მსოფლიო ომის დაწყებას, მას მოსდევს სოციალისტური ბანაკის შექმნა, მეორე მსოფლიო ომი, ცივი ომი, კოლონიური იმპერიების მსხვრევა, საბჭოთა კავშირის დაშლა და ის ცვლილებები რომელიც 80-იანი წლებიდან დაიწყო და დღემდე გრძელდება.

 

 პირველ მსოფლიო ომში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ „ანტანტის ქვეყნები’’ ინგლისი, საფრანგეთი და რუსეთი თავიანთი კოლონიური ტერიტორიებით და „სამთა კავშირი“ - ავსტრია-უნგრეთი, გერმანია და იტალია. ამ ომში ჩართული იყო მსოფლიოს 38 სახელმწიფო, მოსახლეობის 87%, ომი „ანტანტის“ გამარჯვებით დამთავრდა 1918 წელს, ომის შემდეგ შეიცვალა პოლიტიკური რუკა.

 დაიშალა   ავსტრია-უნგრეთი      ორ   სახელმწიფოდ,     შეიქმნა  ჩეხოსლოვაკია     და

 იუგოსლავია,   სადაც   შედიოდნენ:  სლოვენია,   ხორვატია,   ბოსნია-ჰერცოგოვინა,     მონტენეგრო,

 მაკედონია, სერბეთი. ევროპის რუკაზე გამოჩნდნენ ახალი სახელმწიფოები: ალბანეთი, უნგრეთი, ავსტრია, ისლანდია, ირლანდია და პოლონეთი. ნორვეგიას გადაეცა შპიცბერგენის არქიპელაგი.

 ბულგარეთმა დაკარგა დასავლეთ თრაკია, რომელიც საბერძნეთს გადაეცა, ამით დაკარგა ეგეოსის ზღვაზე გასასვლელი.

 

დაიშალა ოსმალეთის იმპერია, მის ადგილზე წარმოიშვა თურქეთის რეპუბლიკა.

1917 წელს რუსეთში დაემხო მონარქია და კომუნისტური მმართველობა დამყარდა.

1922 წელს შეიქმნა საბჭოთა კავშირი, სადაც 15 სახელმწიფო შედიოდა (რუსეთი, ლიტვა, ლატვია,

 ესტონეთი, ბელორუსი, უკრაინა, მოლდოვა, საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი, თურქმენეთი,

 ყაზახეთი, უზბეკეთი, ტაჯიკეთი, ყირგიზეთი ).

1918 – 1921 წლებში დამოუკუდებლობელი სახელმწიფოები იყვნენ    საქართველო, სომხეთი და აზერბაიჯანი.

1922 წელს დამოუკიდებლობა გამოაცხადა ეგვიპტემ , 1934 წელს ერაყმა,        შეიქმნა საუდის არაბეთი.

 

 მეორე მსოფლიო ომის დაიწყო 1939 წელს გერმანიის პოლონეთზე თავდასხმისთ, ორი წლის შემდეგ გერმანია თავს დაესხა საბჭოთა კავშირს. საომარ მოქმედებებში ჩართული იყო 72 ქვეყანა, მეორე მსოფლიო ომი 1945 წელს დასრულდა სსრკ- აშშ-ინგლისის კოალიციის გამარჯვებით. ომის შემდეგ შეიცვალა მსოფლიო პოლიტიკური რუკა:

 

 მხრიდან შემოსაზღვრულია სხვადასხვა სახელმწიფოებით) კალინინგრადი.

 გერმანიაში შეიქმნა გერმანიის დემოკრატიული რეპუბლიკა (გდრ) კომუნისტური რეჟიმით

 დასავლეთში კი გერმანიის ფედერაციული რეპუბლიკა (გფრ), ბერლინში აღიმართა კედელი.

 ჩრდილოეთში დამყარდა კომუნიზმი, სამხრეთს აშშ აკონტროლებდა.

 

ბრიტანეთის კოლონია ინდოეთი, დამოუკიდებელი გახდა, გაიყო ორ სახელმწიფოდ, ინდოეთად და პაკისტანად.

ყველაზე გვიან დეკოლონიზაცია ოკეანეთის ქვეყნებს შეეხო.

 

სოციალისტური სისტემა, ცივი ომი, ორად გაყოფილი მსოფლიო

 

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ მსოფლიო ორ ბანაკად გაიყო, დასავლეთით კაპიტალისტური და აღმოსავლეთით სოციალისტური. ეს დაპირისპირება ცივი ომის სახელით არის ცნობილი. სოციალისტურ ბანაკში შედიოდნენ: საბჭოთა კავშირი , პოლონეთი, უნგრეთი,

 რუმინეთი, ჩეხოსლოვაკია, ბულგარეთი, იუგოსლავია და ალბანეთი.

„ცივი ომის„ დასასრულად მიჩნეულია ბერლინის კედლის დანგრევა 1989 წელს. 1990 წელს გაერთიანდა გაყოფილი გერმანია. 1991 წელს დამოუკიდებლობა მიიღო ლიტვა, ლატვია, ესტონეთმა. 1991 წლის 21 დეკემბერს საბჭოთა კავშირი დაიშალა.1992 წელს დაიშალა

 იუგოსლავია, 1993 წელს გაიყო ჩეხოსლოვაკია. 2006 წელს ჩერნოგორია (მონტენეგრო)         გამოეყო

 სერბეთს. 2011 წელს სუდანი გაიყო ორ ნაწილად (სამხრეთი და ჩრდილოეთი).

 

 

 

დიდი ქვეყნები ფართობის მიხედვით:

ქვეყანა

ტერიტორიის ფართბი

(მლნ კმ²)

1. რუსეთი

17

2. კანადა

9.9

3. ჩინეთი

9.5

3. აშშ

9.5

4. ბრაზილია

8.5

5. ავსტრალია

7.6

6. ინდოეთი

3.2

 

7. არგენტინა

2.7

8. ყაზახეთი

2.7

9. ალჟირი

2.3

10. კონგოს დემოკრატიული რესპიბლიკა

2.3

 

 

პატარა ქვეყნები ფართობის მიხედვით:

 

ქვეყანა

ფართობი

(კმ²)

1. ვატიკანი

0.44

2. მონაკო

1.95

3. ნაურუ

21

4. ტუვალუ

26

5. სან მარინო

61.2

6. ლიხტენშტეინი

160

7. მარშალის კუნძულები

181

8. სენტ კიტსი და ნევისი

261

9. მალდივის კუნძულები

300

10. მალტა

316

 

 

დიდი ქვეყნები მოსახლეობის მიხედვით:

 

ქვეყანა

მოსახლეობის რაოდენობა

მსოფლიო

7 550 262 101

1. ჩინეთი

1 409 517 397

2. ინდოეთი

1 339 180 127

 

3. აშშ

324 459 463

4. ინდონეზია

263 991 379

5. ბრაზილია

209 288 278

6. პაკისტანი

197 015 955

7. ნიგერია

190 886 311

8. ბანგლადეში

164 669 751

9. რუსეთი

143 989 754

10. მექსიკა

129 163 276

 

 

პატარა ქვეყნები მოსახლეობის მიხედვით:

 

ქვეყანა

მოსახლეობის რაოდენობა

1. ვატიკანი

792

2. ტოკელაუ

1 300

3. ნიუე

1 618

4. ფოლკლენდის კუნძულები

2 910

5. წმ. ელენეს კუნძულები

4 049

6. მონსერატი

5 177

7. სენტ პიერი და მიკელონი

6 320

8. ტუვალუ

11 192

9. ნაურუ

11 359

10. უალისი და ფუტუნა

11 773

 

მაღალი სიმჭიდროვე:

 

ქვეყნები სიმჭიდროვის მიხედვით

1. მაკაუ (ჩინეთი)

2. მონაკო

3. სინგაპური

4. ჰონგ კონგი (ჩინეთი)

5. გიბრალტარი (გაერთიანებული სამეფო)

6. ბაჰრეინი

7. ვატიკანი

8. მალტა

9. ბერმუდი (გაერთიანებული სამეფო)

10. სინტ–მარტენი (ნიდერლანდი)

11. მალდივი

12. ბანგლადეში

 

 

დაბალი სიმჭიდროვე:

 

ნაკლები სიმჭიდროვის ქვეყნები...

1. ავსტრალია

2. კანადა

3. ყაზახეთი

4. რუსეთი

5. ბოლივია

6. ჩადი

 

7. მალი

8. საუდის არაბეთი

9. არგენტინა

10. პაპუა ახალი გვინეა

 

 

ტერიტორიული მოწყობის მიხედვით ფედერაციული სახელმწიფოები:

 

ფედერალური სახემწიფოები

ადმინისტრაციული ერთეულები

1. არგენტინა

23 პროვინცია და 1 დედაქალაქი

2. ავსტრალია

6 შტატი და 3 ტერიტორია

3. ავსტრია

9 შტატი

4. ბელგია

3 რეგიონი და 3 ენობრივი თემი

5. ბოსნია–ჰერცოგოვინა

2 ერთეული და 1 რეგიონი

6. ბრაზილია

26 შტატი და 1 ფედერალური ოლქი

7. კანადა

10 პროვინცია და 3 ტერიტორია

8. კომორის კუნძულები

3 ერთეული

9. ეთიოპია

9 რეგიონი და 2 ქალაქი

10. გერმანია

16 მიწა

11. ინდოეთი

29 შტატი და 7 გერთიანებული ტერიტორია

12. ერაყი

18 გუბერნია და 1 რეგიონი (ქურდისტანი)

13. მალაიზია

13 შტატი და 3 ფედერალური ტერიტორია

14. მექსიკა

31 შტატი და 1 დედაქალაქი

15. მიკრონეზია

4 ერთეული

16. ნეპალი

7 პროვინცია

 

17. ნიგერია

36 შტატი და 1 დედაქალაქი

18. პაკისტანი

4 პროვინცია, 2 ავტონომიური რესპუბლიკა

და 2 ტერიტორია

19. რუსეთი

26 ოლქი, 22 რესპუბლიკა, 9 მხარე, 4 ავტონომიური ოკრუგი, 3 ფედერალური ქალაქი, 1 ავტონომიური ოლქი

20. სენტ კიტსი და ნევისი

2 ერთეული

21. სამხრეთ სუდანი

10 შტატი

22. სუდანი

17 შტატი

23. შვეიცარია

26 კანტონა

24. გაერთიანებული არაბული საამიროები

7 ემირატი ( საამირო)

25. აშშ

50 შატატი, 1 ოლქი (კოლუმბიის ოლქი – ვაშინგტონი)

26. ვენესუელა

23 შტატი, 1 დედაქალაქი, ფედერალური სამფლობელოები