აბიტურიენტების ერთიანი ეროვნული პლატფორმა

აბიტურიენტების ერთიანი ეროვნული პლატფორმა

საქართველო ყოველწლიურად 1 მილიარდ ლარს ხარჯავს საჯარო სკოლებში, მაგრამ მიუხედავად ამისა, მშობლებს მაინც უწევთ დაახლოებით იგივე თანხის დახარჯვა შვილების მოსამზადებლად გამოსაშვები და ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის.

მე ვარ აბიტურიენტი უკვე 10 წელია რაც უსასყიდლოდ ეხმარება აბიტურიენტებს გამოცდებისთვის მომზადებაში და ამ იუბილესთან დაკავშირებით გადავწყვიტეთ ჩვენი საქმიანობის შემდეგ დონეზე გადაყვანა.

დღეიდან აბიტურიენტებს შესაძლებლობა ექნებათ ისარგებლონ ჩვენი საიტით, სადაც განთავსებული იქნება კონსპექტები, რომლებიც მომზადებულია 100%-იანი გრანტის მფლობელების და სხვადასხვა გამოცემების მიერ. ჩვენი მიზანია რომ სრულიად უანგაროდ ხელი შევუწყოთ მოსწავლეებს ცხოვრების უმნიშვნელოვანეს ეტაპზე საგამოცდო სირთულეების დაძლევაში.

მე ვარ აბიტურიენტი იქნება აბიტურიენტების ერთიანი ეროვნული პლატფორმა არამხოლოდ სამეცადინო მასალებისთვის, არამედ აზრების გასაზიარებლად და ნებისმიერ შეკითხვაზე პასუხის მისაღებად, იქნება ეს დაკავშირებული საგამოცდო პროგრამასთან თუ უნივერსიტეტებზე ინფორმაციის მიღებასთან დაკავშირებით.

ჩვენი გუნდი პერიოდულად დაამატებს ახალ მასალას და შემოგთავაზებთ კიდევ ბევრ სასიამოვნო სიახლეს. გისურვებთ წარმატებებს!