ბოლო 4 წელში, მე-9 კლასის შემდეგ სკოლა 29 529 მოსწავლემ დატოვა

ბოლო 4 წელში, მე-9 კლასის შემდეგ სკოლა 29 529 მოსწავლემ დატოვა

2015-2019 წლებში საქართველოს მასშტაბით, მე-9 კლასის დასრულების შემდეგ სკოლა 29 529 მოსწავლემ დატოვა.

როგორც „ინტერპრესნიუსის“ მიერ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროდან გამოთხოვილ ინფორმაციაშია აღნიშნული, ყოველწლიურად საბაზო საფეხურის დასრულების შემდეგ სკოლას საშუალოდ 7000-ზე მეტი მოსწავლე ტოვებს.

ამასთან, როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, მე-9 კლასის დასრულების შემდეგ სკოლას ძირიდად რეგიონებში ტოვებენ.

რაც შეეხება 2018-2019 სასწავლო წელს, სკოლა საბაზო საფეხურის დასრულების შემდეგ, 7033 მოსწავლემ დატოვა, საიდანაც სწავლა პროფესიულ სასწავლებელში 1858-მა გააგრძელა.

ჯამში, ოფიციალური ინფორმაციით, 29 529 მოსწავლიდან, რომელმაც მე-9 კლასის დასრულების შემდეგ სკოლა დატოვა, 7915-მა სწავლა პროფესიულ პროგრამებზე გააგრძელა.